რომელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ასწრებს და ჩამორჩება საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობით

რომელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ასწრებს და ჩამორჩება საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობით

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის მდგომარეობით ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ესტონეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე 32,760 დოლარია. საქართველო ესტონეთთან შედარებით სამჯერ ღარიბია და მისი მშპ ერთ მოსახლეზე 9,571 დოლარს შეადგენს. საქართველო სიმდიდრით 8 პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ყველაზე ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ტაჯიკეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზეც $1432-ია. სხვაობა ესტონეთსა და ტაჯიკეთს შორის 31,100 დოლარს აღემატება. არსებობს სხვადასხვა შეფასება იმასთან დაკავშირებით თუ რა იყო საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 30 და 35 წლის წინ. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველო უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა და სხვადასხვა შეფასებით ჯამურმა ეკონომიკურმა ვარდნამ 70%-ს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს შესახებ 1994 წელზე უფრო ადრეული წლების სტატისტიკა არ გააჩნია, 1994 წლის მაჩვენებლით კი ქვეყნის მშპ ერთ მოსახლეზე 173 დოლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ ერთ ქვეყანას – ტაჯიკეთს ასწრებდა. თუმცა, მსოფლიო ბანკის თანახმად, 1994 წელს მშპ უფრო მაღალი იყო და 520 დოლარს შეადგენდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, 1989 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 1,850 დოლარს შეადგენდა, 1990 წელს დაიწყო რეცესიის პროცესი, რომელიც 1994 წელს დასრულდა. მშპ ერთ მოსახლეზე 1990 წელს ჯერ 1660 დოლარამდე შემცირდა, 1991 წელს 1308 დოლარამდე, 1992-ში 757 დოლარამდე, 1993 წელს 550 დოლარამდე, 1994 წელს კი 520 დოლარამდე. ეს ეკონომიკის 72%-იან ვარდნას წარმოადგენდა და მსოფლიოს მასშტაბითაც გამორჩეულად მძიმე მაჩვენებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…